ფეხბურთი

15:59 | 17.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოატენგი გაქურდეს

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველ კევინ პრინს ბოატენგისთვის შაბათი კარგად დაიწყო. განელმა შეიტყო, რომ „ვალიადოლიდთან“ შეხვედრას ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებდა.

ასეც მოხდა, ბოატენგი მოედანზე 60 წუთის განმავლობაში იყო და შემდეგ ადგილი ლუის სუარესს დაუთმო.

თუმცა, სახლში დაბრუნებულს ცუდი ამბავის გაგება მოუწია - სახლი გაუქურდეს. როგორც ცნობილი გახდა, ბოატენგის საცხოვრებელი სახლიდან 300 ათასი ევროს ოდენობის ძვირფასეულობა წაიღეს.

ჯერჯერობით დაუდგენელია დამნაშავეთა ვინაობა. აქვე შეგახსენებთ, „ბარსელონამ“ „ვალიადოლიდი“ ლიონელ მესის გოლით დაამარცხა და ლა ლიგაში ლიდერობა განიმტკიცა.

0.117716