ფეხბურთი

18:17 | 17.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მერტენსი შესაძლოა ჰამშიკის გზად დაადგეს

ბელგიის ეროვნული ნაკრების და "ნაპოლის" თავდამსხმელი დრის მერტენსი შესაძლოა ჩინეთის სუპერლიგაში სათამაშოდ გადავიდეს. აღნიშნული ინფორმაცია II Matino-მ გაავრცელა. რამდენიმე დღის წინ დრისის აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელი მარეკ ჰამშიკი ჩინურ გუნდ "დალიან იფანს" შეუერთდა.

ჯერჯერობით უცნობია თუ რომელი კლუბი იჩენს ინტერესსს მერტენსის მიმართ. იტალიური მედია იუწყება, რომ 31 წლის ფეხბურთელი "ნაპოლის" გეგმებში არ შედის და მისი გაშვება უნდა.

მერტენსი "ნაპოლიში" 2013 წელს "ფეიენოორდიდან" გადავიდა. მას შემდეგ ნეაპოლური გუნდის მაისურით დრისმა 263 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 101 გოლი და 65 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სათამაშო წელს ბელგიელმა თავი 11 გოლით გამოიჩინა. მერტენსის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს.

0.113357