ფეხბურთი

11:16 | 17.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემი" კესის და სუსოს დააკვირდა

"ატალანტას" და "მილანის" მატჩზე ლონდონის "ტოტენჰემის" წარმომადგენლები დაესწრნენ და ფრენკ კესის და სუსოს ასპარეზობას დააკვირდნენ. აღნიშნული ინფორმაცია Sport Mediaset-მა გაავრცელა. "როსონერის" შეხვედრა 3:1 მოიგო, კოტდივუარელმა 90 წუთი ითამაშა, ხოლო სუსომ - 77 და ყვითელი ბარათი მიიღო.

კესიმ მიმდინარე სეზონში 28 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა, ხოლო ესპანელმა შემტევმა 27 შეხვედრაში თავი ექვსი გოლით და რვა საგოლე გადაცემით გამოიჩინა. როგორც იტალიური მედია იუწყება, "მილანი" აღნიშნულ ფეხბურთელებს 35 მილიონ გირვანქა სტერლინგად აფასებს.

0.109188