სენეგალის ეროვნული ნაკრების მცველს კალიდუ კულიბალის "ნაპოლი" მხოლოდ 150 მილიონ ევროს სანაცვლოდ დათმობს. აღნიშნული გადაწყვეტილება იტალიურმა კლუბმა მას შემდეგ მიიღო, რაც ფეხბურთელის მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა და ევროპულ კლუბებს აფრიკელის გადაბირება გაუჭირდებათ. აღნიშნული ინფორმაცია Calciomercato-მ გაავრცელა.
ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი ასევე აპირებს კულიბალის ახალი კონტრაქტი გაუფორმოს, რომლის მიხედვითაც კალიდუ წელიწადში 6.5 მილიონ ევროს მიიღებს. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული.
მიმდინარე სეზონში სენეგალელმა 30 მატჩი ჩაატარა, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 2017/18 წლების სეზონის სტარტიდან 10 მილიონით გაიზარდა და ამჟამად 70 მილიონ ევროს შეადგენს.