ფეხბურთი

19:25 | 16.02.2019 | ნანახია 1052 - ჯერ

დვალის გოლი უნგრეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა "ფერენცვაროშის" რიგებში პირველი გოლი გაიტანა. ქართველი ლეგიონერის გუნდი უნგრეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში "დებრეცენს" ესტუმრა და 1:2 წააგო. შეხვედრაში პირველი გოლი დვალმა 29-ე წუთზე გაიტანა, ხოლო მასპინძლებმა 83-ე და 93-ე წუთებზე მოახერხეს გატანა.

ლაშა "ფერენცვაროშს" მიმდინარე წლის იანვარში "პოგონიდან" შეუერთდა და მესამე მატჩი ჩაატარა. დვალის გუნდი უნგრეთის პირველ ლიგას 43 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევრებს ცხრა ქულით უსწრებს.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:30 | 17.02.2019
dinamo222 (8587)

ქვილითაიამ გაიტანა ! თამაშის ბოლოსღა გამოუშვეს იმ ნაბ..მა და თავის საქმე მაინც შეასრულა მაგრამ მაინც წააგო გენტმა 1-2 საინტერესოა ეხლა მაინც თუ დააყენებენ ძირითადში ქვილითაიას და თუა არ დააყენებენ ეხლა რაღას მოიმიზეზებენ "მოგებულ შემადგენლობას არ ვცვლითო" ?

00:27 | 17.02.2019
dinamo222 (8587)

გენტში ჩაკვეტაძე ისევ არ თამაშობს @ ქვილითაიაც არ დააყენეს ძირითადში და პირველი ტაიმის მერე აგებს გენტი აუტსაიდერთან 0-1 ! ეგრევ უნდათ იმ ნაბ....ბს @@

00:25 | 17.02.2019
dinamo222 (8587)

კარგი ცენტრალური თავდამსხმელივით გაიტანა გოლი ! ეს ხომ არ ჯობია რომ დაყენონ ცენტრალურ თაბდამსხმელად ნაკრებში ?DD

20:59 | 16.02.2019
ბათუმის დინამო ! (229)

კაშიას მერე ხოჭოლავა და დვალი იბრძოლებს სასტარტოსთვის

20:21 | 16.02.2019
O. Mertskhali (8101)


..მცველისთვის ხშირად იტანს და პრინციპში ეგრეცაა დღეს, საჭირო - თუ გინდა, რომ მოთხოვნადი იყო

0.136805