კალათბურთი

20:51 | 15.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ესტონეთი თბილისში ვეტერანების გარეშე მოდის

ესტონეთის საკალათბურთო ნაკრები მზადებას იწყებს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის დასკვნითი შესარჩევი მატჩებისთვის. შეგახსენებთ, რომ ტიიტ სოკის შეგირდებს მუნდიალზე გასვლის შანსი დაკარგული აქვთ და დარჩენილ თამაშებში L ჯგუფში ბოლო ადგილისთვის თავის არიდებისთვის თუღა იბრძოლებენ.
ესტონელებს უახლოესი მატჩი 21 თებერვალს ელით, როდესაც ტალინის “საკუ სუურჰალზე” სერბეთს დაუხვდებიან, 24-ში კი, თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოსთან შეხვედრა ელით.
სერბებთან მატჩი გამორჩეული იმითაა, რომ ბალტიისპირელთა ვეტერანები – 36 წლის კრისტიან კანგური, 35 წლის იანარ ტალტსი და 35 წლის გრეგორ არბეტი ეროვნული გუნდის მაისურით უკანასკნელად ითამაშებენ. აღნიშნული სამეული, ისევე, როგორც ესპანური “ბასკონიას” 19 წლის მსუბუქი ფორვარდი სანდერ რაიესტე თბილისში არ ჩამოვა. სწორედ ამიტომაა განპირობებული, რომ სოკმა საკმაოდ გაფართოებული რაზმი დაასახელა:
კრისტიან კანგური (“კალევ კრამო”), გრეგორ არბეტი (“ტალტეჩი”), იანარ ტალტსი (“კალევი”), სანდერ რაიესტე (“ბასკონია”), კრისტიან კულამაე (“ბაუნახ იანგ პაიკსი”, გერმანია), რაიტ-რივო ლაანე (“იპოკრატისი”, საბერძნეთი), იანარი იოესაარი (“კალევი კრამო”), მარტინ პაასოია (“პსიხიკო”, საბერძნეთი), ჰენრი დრელი (“ბაუნახ იანგ პაიკსი”), საიმონ სუტი (“პიარნუ”), კასპარ ტრეიერი (“მონტეგრანარო”, იტალია), ინდრეკ კაიუპანკი (“რაპლა”), კრეგორ ჰერმეტი (“ტარტუ”), კრისტიან კიტსინგი (“კალევ კრამო”), ერიკ კეედუსი (“კალევ კრამო”), ია რაუნო ნურგერი (“უესკა”, ესპანეთი).

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 30 ნოემბერს ტალინში გამართული მატჩი საქართველოს ნაკრებმა 80:73 მოიგო.

21 თებერვალი
ესტონეთი – სერბეთი
ისრაელი – გერმანია
საბერძნეთი – საქართველო

24 თებერვალი
სერბეთი – ისრაელი
გერმანია – საბერძნეთი
საქართველო – ესტონეთი

0.112655