ფეხბურთი

13:46 | 15.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

რიშარლისონს ბობოლების რიგი დაუდგა

„ევერტონის“ შემტევმა, რიშარლისონმა, რამდენიმე ევროპული გრანდის ყურადღება მიიპყრო - გვამცნობს ესპანური AS. გამოცემის მტკიცებით, ყველაზე მეტად „ატლეტიკო“ აქტიურობს. მადრიდელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, თავდასხმის ხაზის გაძლიერებას აპირებენ და რიშარლისონი მათი მთავარი სამიზნე ყოფილა.

ასევე, თავდამსხმელისთვის თვალი „ჩელსის,“ „პარი სენ-ჟერმენსა“ და „მილანს“ დაუდგამთ. ეგ არის, პრობლემა, შესაძლოა, ბრაზილიელის მაღალი სატრანსფერო ღირებულება გახდეს, რადგან „ევერტონმა“ ის „უოტფორდისგან“ 40 მილიონ ევროდ შეიძინა.

მიმდინარე სეზონში, 21 წლის ფორვარდმა, პრემიერლიგის 25 მატჩში 10 ბურთი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

0.114698