12:18 | 15.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

უესტბრუკმა თავისივე რეკორდი გააუმჯობესა

„ნიუ ორლეანმა“ შინ „ოკლაჰომა“ 131:122 დაამარცხა. რასელ უესტბრუკმა გუნდს 44 ქულა, 14 მოხსნა და 11 პასი შესძინა. უესტბრუკმა თავისივე რეკორდი გააუმჯობესა და ზედიზედ მე-11 სამმაგი დუბლი შეასრულა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ნიუ ორლეანელებმა 35:26 მოიგეს. „ნიუ ორლეანში“ რანდლე 33 ქულით და ჰოლიდეი 32 ქულით გამოირჩნენ. „ოკლაჰომა“ 37 მოგებით და 20 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.

„ორლანდომ“ შინ „შარლოტ ჰორნეტსი“ 127:89 გაანადგურა. პირველი ტაიმი ორლანდოელებმა 35 ქულით მოიგეს, მეორე ტაიმი კი ფორმალობაღა იყო. „ორლანდომ“ გუნდური კალათბურთი ითამაშა, შვიდმა კალათბურთელმა მინიმუმ 10 და მეტი ქულა ჩააგდეს, მათ შორის ყველაზე მეტი 21 ქულა როსმა ჩააგდო.

„ორლანდო“ – „შარლოტი“ 127:89 (33:18, 38:18, 27:31, 29:22)

https://www.youtube.com/watch?v=QfjriJSSpQs

„ატლანტა“ – „ნიუ იორკი“ 91:106 (13:28, 38:26, 22:28, 18:24)

https://www.youtube.com/watch?v=LWEjZ14wRFI

„ნიუ ორლეანი“ – „ოკლაჰომა“ 131:122 (31:31, 35:32, 35:26, 30:33)

https://www.youtube.com/watch?v=5_PM53qlOqM

0.114886