კალათბურთი

23:53 | 14.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის "უნიკახა" მეოთხედფინალში დამარცხდა

გიორგი შერმადინის "უნიკახა" ესპანეთის თასის მეოთხედფინალში თად მაკფადენის "იბეროსტარ ტენერიფეს" გაეჯიბრა და 78:88 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 19:48 წუთში 8 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. შერმადინმა 4-დან 3 ორქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

ესპანეთის თასის მატჩებს დედაქალაქი მადრიდი მასპინძლობს. რამდენიმე წუთში სტარტს აიღებს "ბარსელონასა" და "ვალენსიას" მატჩი, 15 თებერვალის საღამოს კი კიდევ 2 მეოთხედფინალია დაგეგმილი: "ბასკონია"-"ხუვენტუტი" და "რეალი"-"ესტუდიანტესი".

შეგახსენებთ, რომ ბასკონიელთა ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია ჯერაც ტრავმირებულია და მოედანზე გასვლას ვერ ახერხებს, თუმცა, გუნდთან ერთად იმყოფება და შერმადინის გუნდის მატჩსაც თვალი ტრიბუნებიდან მიადევნა.

0.115789