ხუან კარლოს ოსორიო პარაგვაის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი პოსტიდან ოჯახური პრობლემების გამო გადადგა.
"საუბედუროდ, ოჯახური პრობლემების გამო მუშაობას ვეღარ გავაგრძელებ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას გულშემატკივრობისთვის. პარაგვაის ეროვნული ნაკრების მწვრთნელობით ვამაყობ." - ციტირებს ფიფას ოფიციალური ვებგვერდი ოორიოს სიტყვებს.
ხუან კარლოსი პარაგვაის მწვრთნელად გასული წლის ზაფხულში დაინიშნა. კოლუმბიელის გუნდმა მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა. პარაგვაიმდე ოსორიო მექსიკის ეროვნულ ნაკრებს სამი წლის განმავლობაში წვრთნიდა.