სხვა

20:40 | 13.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ამბები

სარაევო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს, რომელშიც სპორტის 8 სახეობაში 46 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. ოლიმპიურ ფესტივალში საქართველოს სახელით სპორტის 2 სახეობაში (სამთო-სათხილამურო სპორტი და ფიგურული ციგურაობა) 6 სპორტსმენი ასპარეზობს.

პირველ საშეჯიბრო დღეს ჩვენმა სამთო - მოთხილამურეებმა სლალომში იასპარეზეს. სამწუხაროდ, გოგონებმა ვერ შეძლეს ბოლომდე ტრასის დასრულება, რაც შეეხება ვაჟებს, ისინი 12 თებერვალს ჩაერთვნენ ასპარეზობაში. ჩვენ სამი სპორტსმენიდან მხოლოდ ნოდარ კოზანაშვილმა შეძლო ტრასის ბოლომდე დასრულება. ის 105 მონაწილეს შორის 48-ე ადგილზე გავიდა.

ფიგურულმა მოციგურავემ ალინა ურუშაძემ მოკლე პროგრამა წარადგინა და მეოთხე ადგილი დაიკავა. ხვალ მოციგურავეთა შეჯიბრება თავისუფალი პროგრამით გაგრძელდება. ხვალვე გიგანტურ სლალომში იასპარეზებენ ჩვენი სამთო-მოთხილამურე ვაჟები.

www.geonoc.org.ge

0.133452