„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარისთვის, ჯიჯი ბუფონისთვის, „მანჩესტერთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი (2:0), 50-ე გამოდგა ძირითად ბადეში, რომელშიც მას გოლი არ გაუშვია. სულ ამ ტურნირში 41 წლის იტალიელმა 121 შეხვედრა ჩაატარა.
ლიგის ისტორიაში ის მესამე მეკარე გახდა, ვინაც ასეთ მაჩვენებელს უწია. მასზე მეტი მხოლოდ ედვინ ვან დერ სარს (51) და იკერ კასილიასს (57) მოუხერხებიათ.