საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი თად მაკფადენი ესპანურ “იბეროსტარ ტენერიფეს” დაემშვიდობა. თუ სად გააგრძელებს 31 წლის უკანახაზელი კარიერას, ჯერჯერობით, უცნობია.
მაკფადენმა ესპანეთის ჩემპიონატში 15 მატჩის ჩატარება მოასწრო, მისი საშუალო მონაგარი კი 12.4 ქულა, 1.5 მოხსნა და 2.3 პასი იყო, ამასთან, ის კვირის საუკეთესო მოთამაშედ 2-ჯერ დასახელდა.
თადმა ტენერიფელთა მაისურით ჩემპიონთა ლიგაში 11 შეხვედრა ჩაატარა, სადაც საშუალოდ 9.5 ქულას, 2.3 მოხსნასა და 3.1 პასს აგროვებდა.