ფეხბურთი

20:22 | 11.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" იანგს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ და ეშლი იანგმა თანამშრომლობა განაახლეს. როგორც „წითელი ეშმაკების“ ვებგვერდი იტყობინება, ინგლისელი ფეხბურთელი გუნდში 2020 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

იანგის ძველი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურებოდა. 33 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 25 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

იანგი „მანჩესტერს“ 2011 წლის ზაფხულში ბირმინგემის „ასტონ ვილადან“ შეუერთდა.

0.113692