ფედერაციის თასის 1/4-ფინალში რუმინეთის ნაკრებმა ჩეხეთი 3:2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად ნახევარფინალში გავიდა. ხოლო ჩეხები ბოლო ათი წლის განმალვობაში ნახევარფინალში პირველად ვერ გავიდნენ.
მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერმა სიმონა ჰალეპმა რუმინეთს ორი ქულა მოუტანა, სიმონამ კარლონია პლიშკოვას 6:4, 5:7, 6:4 მოუგო, ხოლო სიანიაკოვას - 6:4, 6:0. პლისკოვამ და სინიაკოვამ რუმინელთა მეორე ნომერი ბუზარნესკუ დაამარცხეს და ყველაფერი წყვილთა თანრიგის შეხვედრამ გადაწყვიტა. სადაც ნიკულესკუ-ბეგუს დუეტმა სინიაკოვა-კრაიჩეკოვას წყვილს 6:7, 6:4, 6:4 აჯობა.
ნახევარფინალში რუმინეთი საფრანგეთს შეხვდება, ხოლო ავსტრალია ბელორუსს დაუპირისპირდება.