თითქმის ორთვიანი პაუზის შემდგე დანიის სუპერლიგა განახლდა და პირველი მატჩში საბა ლობჟანიძემ გოლი გაიტანა. ქართველი შემტევის „რანდერსი“, რომელიც შარშან გავარდნას გადაურჩა, მიმდინარე სეზონში შესანიშნავად თამაშობს.
ამჯერად, სტუმრად „ოლბორგი“ 3:0 დაამარცხა და ამაში ლობჟანიძემაც შეიტანა საკმაო წვლილი. 24 წლის ჩვენებურმა 82-ე წუთამდე ითამაშა, 65-ე წუთზე გოლი გაიტანა და თავისი გუნდი იმ დროისთვის 2:0 დააწინაურა.
დანიის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში ლობჟანიძემ მეხუთედ გამოიჩინა თავი, „რანდერსი“ კი, 31 ქულით მესამე ადგილზეა და ევროსაგზურისთვის აქტიურად იბრძვის.