კალათბურთი

15:30 | 10.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის 3 ქულა და მარცხი პოლონეთის ჩემპიონატში

დუდა სანაძის “რადომმა” პოლონეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-19 ტურში მე-14 მარცხი განიცადა და 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფება, ამასთან, აუტსაიდერებს მხოლოდ ერთი გამარჯვებითღა უსწრებს.

გუშინ რადომელები ბოლო ადგილზე მყოფ “ტრეფლ სოპოტს” ესტუმრნენ და უხვქულიან შეხვედრაში 93:97 წააგეს. ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში იყო და 25 წუთში 3 ქულა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
დუდამ 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
“რადომი” მომდევნო მატჩი გარკვეული პაუზის შემდეგ, 3 მარტს, შინ, ერთ-ერთ ლიდერ “პოლსკი ცუკიერთან” ჩაატარებს.

0.116009