"მილანი" მზადაა ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს სუსოს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. როგორც Milannews.it იუწყება, ახალი ხელშეკრულების თანახმად, შემტევი გუნდში 2024 წლის ივლისამდე დარჩება და ხელფასი წელიწადში ოთხ მილიონ ევრომდე გაეზრდება. ასევე ცნობილი ხდება, რომ არაიტალიურ კლუბებს სუსოს გამოსასყიდად 60 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
სუსო "მილანში" "ლივერპულიდან" 2015 წელს გადავიდა. მას შემდეგ ესპანელმა შემტევმა "როსონერი" რიგებში 120 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 21 გოლი და 34 საგოლე გადაცემა შეასრულა. სუსოს სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონი ევროა.