სამარის „კრილია სოვეტოვის“ ახალწვეულმა ჯანო ანანიძემ Match TV-ის ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც არაერთ საკითხზე ისაუბრა. ჩაშლილი ტრანსფერი არნემის „ვიტესში“, წარუმატებლობის მიზეზი მოსკოვის „სპარტაკში“, ძველი ნაცნობი მიოდრაგ ბოჟოვიჩი და უნიკალური შანსი საქართველოს ნაკრებს - ეს იმ საკითხთა ნაწილია, რის შესახებაც ქართველი საუბრობს.
ჯანოს განცხადებით, მისთვის კარიერის ევროპაში გაგრძელება პრიორიტეტული გახლდათ და ამის შესახებ „სპარტაკის“ ხელმძღვანელობასაც აცნობა. თუმცა, ჰოლანდიაში მისი ტრანსფერი მაინც არ შედგა.
ამასთან, ჯანო მიიჩნევს, რომ „სპარტაკში“ მისი წარუმატებლობის მთავარი მიზეზი უნდობლობა იყო. 25 წლის ქართველი ნახევარმცველის განცხადებით, მოსკოვში მას არ ენდობოდნენ და რიტმიდან ხშირად ვარდებოდა.
ბოლოსკენ, ჯანომ საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა თქვა: „ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი - ახლა ან არასოდეს!
- როგორ მოხვდით „კრილია სოვეტოვში“?
- შვებულებაში ვიყავი. მივხვდი, რომ სათამაშო პრაქტიკა მჭირდებოდა, რადგან თითქმის ერთი წლის განმავლობაში არ მითამაშია.
- ზარი „სპარტაკში“ განხორციელდა?
- დიახ. აქ მუშაობს ალექსანდრ შიკუნოვი, რომელიც უცხო ადამიანი არაა, „როსტოვში“ ერთად ვმუშაობდით და ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. პირველი ოფიციალური თხოვნა „სპარტაკში“ სწორედ „კრილიადან“ მივიდა.
- შეთანხმება დაუყოვნებლივ შედგა?
- მე მოსაფიქრებლად დრო ვითხოვე, რადგან ამავე დროს აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ „ვიტესის“ მხრიდან იყო ინტერესი.
- უფრო დეტალურად რომ გვითხრათ...
- წინადადება ჰოლანდიიდან ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. საქართველოში ვიყავი, ახალი წლის შემდეგ სლუცკის ვესაუბრე და მან დაადასტურა ინტერესი, თქვა, რომ ძალიან უნდოდა მის გუნდში მეთამაშა.
- აქაც პაუზა აიღეთ?
- თანახმა ვიყავი. „სპარტაკს“ ვუთხარი, რომ ჩემთვის პრიორიტეტი ევროპა იყო. ფულს ვკარგავდი, მაგრამ მინდოდა „ვიტესში“ მეთამაშა.
- ჰოლანდიელების წინადადება „სპარტაკისთვის“ მიუღებელი იყო?
- ალბათ, მაგრამ ფული არ იყო ერთადერთი პრობლემა. ევროპაში სხვა საკითხებიცაა, თუმცა, წინადადება ძალიან მიმზიდველი გახლდათ ჩემთვის. ფული არ ყოფილა მთავარი ფაქტორი. 3 იანვარს თბილისიდან გავფრინდი კონტრაქტის გასაფორმებლად, მაგრამ რაღაცამ ვერ იმუშავა. ალბათ, არაევროკავშირელ ფეხბურთელებზე შეზღუდვამ ან იჯარით აყვანილი ფეხბურთელების სხვა და სხვა წესმა. მხოლოდ ის ვიცი, რომ ტრანსფერი ჩემს, სლუცკისა და „სპარტაკს“ შორის განიხილებოდა. ვესაუბრე გურამ კაშიას, რომელიც „ვიტესში“ დიდი ხანი თამაშობდა. დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა, მაგრამ ჰოლანდიელთა მხრიდან სირთულეები წარმოიშვა.
- „კრილია“ მოთმინებით გელოდებოდათ?
- ვუთხარი შიკუნოვს და ბოჟოვიჩს: თუ არ გამოვა „ვიტესის“ ვარიანტი, მხოლოდ თქვენთან წამოვალ. მიოდრაგთანაც მიმუშავია და სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს. შესაბამისად, ეს მოხდა. ახლა ფორმაში უნდა შევიდე, მიზანია, რომ პრემიერლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ.
- სახელებით ღირსეული შემადგენლობა გყავთ: რიჟიკოვი, შიშკინი, დენისოვი, სამედოვი, თქვენ, კანუნიკოვი, შეიდაევი, იაკოვლევი, ბურლაკი...
- კარგი შემადგენლობაა. უბრალოდ ბევრი ახალწვეულია. მაგრამ, ჯერ ერთი თვეა სეზონის განახლებამდე, ბოჟოვიჩმა იცის, როგორ შექმნას გუნდური ფეხბურთი.
- წლის რომელი ნაწილია დაკავშირებულ ტრავმებთან და რომელი მწვრთნელების გადაწყვეტილებებთან?
- შეფასება თქვენთვის მომინდვია. ჯერ იყო კოჭის ტრავმა, ერთი თვის შემდეგ ჯვარედინი მყესები. ამასთან მწვრთნელებს არაფერი აქვთ საერთოდ. ადრე მე ვთამაშობდი იჯარით „როსტოვში“, ახლა „კრილიაში“. ეს ნორმალურია.
- იმ პერიოდშიც კი, როდესაც ტრავმა არ გქონდათ, „როსტოვში“ უფრო მეტს თამაშობდით, ვიდრე „სპარტაკში“. არსებობს ახნა?
- მეჩვენებოდა, რომ რიტმიდან ვარდებოდი. ფეხბურთელისთვის ეს ბევრს ნიშნავს, მითუმეტეს ჩემნაირი აღნაგობის მქონე ფეხბურთელითვის. შეხედეთ სტატისტიკას - „როსტოვში“ მხოლოდ 13 დღე გამიცდა, „სპარტაკში“ კი ყოველ წელს ტრავმებს ვიღებდი. ალბათ, ეს ფსიქოლოგიის ამბავია. „როსტოვში“ ვიცოდი, რომ ვითამაშებდი, იმის მიუხედავად, რა დონეზე ჩავატარე წინა თამაში. სტაბილურობის და ნდობის საკითხია. თუმცა, ცხადია, რომ „სპარტაკში“ კონკურენცია უფრო მაღალია. პერსონალურად კი, ნდობა მეხმარება უკეთესად თამაშში. ვიღებდი ერთ ან ორ შანსს და შემდეგ სამ თამაშს ვტოვებდი. სამი თამაში 21 დღეა და ეს სერიოზული წყვეტაა. ერთია ვარჯიში, მაგრამ მეორეა ოფიციალური თამაში. თითქმის სხვა და სხვა სპორტია. ორსაათიანი ვარჯიში არ შეიძლება შევადაროთ ოფიციალურ თამაშში თუნდაც 5 წუთს, რომელშიც 150%-ით ხარ ჩართული.
- ეს არის ის, რასაც „რიტმიდან ამოვარდნას“ ეძახით?
- დაახლოებით. სამი ან ოთხი კვირა მატჩების გარეშე ძალიან რთულია. „როსტოვში“ ყოველთვის 90 წუთს ვთამაშობდი და ყველაფერი კარგად იყო. „სპარტაკში“ განსხვავებული სტუაცია გახლდათ. იქნებ მიზეზი ჩემშია? - ყველაფერს ვაკეთებდი, ვიცავდი რეჟიმს, არ დავდიოდი ღამის კლუბებში, რადგან მშვიდი ოჯახი მყავს და მაქსიმუმს ვაკეთებდი ვარჯიშებზე. რატომ ხდებოდა ეს? არ შემიძლია ამის ახნა.
- როგორ მუშაობდით „სპარტაკში“ ფიზიკური მომზადების მწვრთნელ დ’ურბანოსთან?
- მწვრთნელებზე საუბარი არ მიყვარს.
- თქვენი პრობლემა ფიზიკური მონაცემები ხომ არაა?
- მქონდა განსხვავებული წონა „როსტოვში“? იგივეა. იგივე იყო მოედანი, ბურთები, მეტოქეები, ჟურნალისტებიც კი, მაგრამ ვთამაშობდი. უფრო მეტიც, „სპარტაკში“ მაღალი დონის თანაგუნდელები მყავდა და უფრო მეტად კარგად უნდა მეთამაშა, მაგრამ უარესდებოდა. რატომ? ვფიქრობ, ერთადერთი პრობლემა ნდობაა.
- ცდილობთ წონაში მოიმატოთ?
- ბევრს ვჭამ. 63-63.5 კგ-ს ვიწონი. ადრე 61 კილოც ვიყავი, ამ წლების განნავლობაში 2 კგ მექნება მომატებული. ეს ცუდია? არამგონია. ლუკა მოდრიჩი 66 კილოგრამია. თუ წონაში მოვიმატებთ, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გავხდებით? ფეხბურთში ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან თუ ფეხბურთელს ტვინი აქვს და იცის, როგორ ითამაშოს, აუცილებელი არაა, რომ ფიზიკურად ძლიერი იყოს. ორი უდიდესი ფეხბურთელი - მესი არ ჩავთვალოთ, რადგან მართლაც სხვა პლანეტაზეა, მაგრამ ორი ვარსკვლავი ჩავი და ინიესტა - მათ ყველაფერი შეეძლოთ, მაგრამ ფიზიკური ძალით არ გამოირჩედონენ. ძალა არაა მთავარი. თუ ფეხბურთელების 99% ლუკაკუსნაირი იქნება, მაშინ სავარჯიშო დარბაზიდან არ გამოვალ.
- საქართველოში გატარებული შვებულების შემდეგაც არ იმატებთ წონაში?
- მაქსიმუმ კილოგრამს. ჯვარედინი მყესის ტრავმის შემდეგ ადამიანები 10-12 კილოგრამს იმატებენ, მე - ერთს.
- „სპარტაკთან“ კონტრაქტი როდის გეწურებათ?
- 2021 წლის მაისში.
- კარერას პერიოდზე რას იტყვით?
- კომენტარის გარეშე. კარერასთან ერთად ჩემპიონები გავხდით, მასთან ვთამაშობდი. რაც უნდა თქვან, მე მისი მადლობელი ვარ, ეს ჩემი მოსაზრებაა.
- სამარაში ოჯახთან ერთად გადახვალთ?
- არ ვიცი, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი. თურქეთიდან პირდაპირ „ლოკომოტივთან“ სათამაშოდ წავალთ 2 მარტს და შემდეგ ჩავალთ სამარაში. ჩემპიონატის დასრულებამდე 2 თვენახევარი დარჩა და არ ვარ დარწმუნებული, რომ ოჯახსაც წავიყვან. თანაც, ბავშვები პატარები არიან.
- „როსტოვის“ შემდეგ ძიუბასთან ურთიერთობა გაქვთ?
- მსოფლიოს ჩემპიონატის დროს ყოველი თამაშის შემდეგ ვწერდი.
- რა ხდება საქართველოს ნაკრებში ახლა?
- ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე გასვლის დიდი შანსი გვაქვს. მარტში (2020 წლის) ბელარუსთან პლეი-ოფის თამაში გველოდება. ჩვენ უფრო კარგი შედეგით მოვახერხეთ კვალიფიცირება და ამიტომ, სახლში ვითამაშებთ. თუ მოვიგებთ, მაკედონიას ან კოსოვოს შევხვდებით. ასეთი შანსი აღარ გვექნება - ან ახლა, ან არასოდეს. ჩვეულებრივ შესარჩევ ციკლში კი, სერიოზული მეტოქეები გვყავს: შვეიცარია, დანია, ირლანდია. ერთა ლიგიდან გასვლა გაცილებით ადვილია და ნამდვილად გვინდა ეს გავაკეთოთ, რეალური შანსია.