ქუთაისის „ტორპედომ“ თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ისევ გამარჯვება მოიპოვა. კახა ჩხეტიანის გუნდის მეტოქე ამჯერად მინსკის „დინამო“ იყო და ქუთათურებმა დამაჯერებლად მოიგეს.
საქართველოს ოთხგზის ჩემპიონთაგან თავი თორნიკე კაპანაძემ და მერაბ გიგაურმა გამოიჩინეს. აქვე გეტყვით, რომ გუშინ „ტორპედომ“ „პუშკაშ აკადემია“ 3:1 დაამარცხა.
იმერლები შეკრებას აგრძელებენ და მომდევნო ამხანაგურ მატჩს სერბული „რადის“ წინააღმდეგ 9 თებერვალს გამართავენ.