სხვა

1:30 | 8.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მეორე ევროპული თამაშებისთვის ყველა არენა მზად არის

მინსკის მეორე ევროპული თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ცნობით, მულტისპორტული ღონისძიებისთვის სრულად მზად არის 12 ობიექტი, მათ შორის - რეკონსტრუირებული „დინამოს" სტადიონი, სადაც გახსნისა და დახურვის ცერემონიებს, აგრეთვე მძლეოსანთა ასპარეზობებს უმასპინძლებენ.

მწყობრშია „მინსკი-არენაც", სადაც შეჯიბრებები ჩატარდება ტანვარჯიშსა და სატრეკო ველოსპორტში. „ჩიჟოვკას" არენაზე გაიმართება ასპარეზობები ძიუდოში და კარატეში, ხოლო სპორტის სასახლე ჭიდაობას და სამბოს დაეთმობა.

„მინსკი-2019"-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის ალექსეი ბოგდანოვიჩის თქმით, სამშენებლო სამუშაოები მთლიანად დასრულებულია.

ბელორუსის დედაქალქი მეორე ევროპულ თამაშებს 21-30 ივნისს უმასპინძლებს. სპორტის 15 სახეობაში ერთმანეთს შეეჯიბრება 50 ქვეყნის 4 ათასზე მეტ სპორტსმენი.

აღსანიშნავია, რომ ბადმინტონში, კრივში, ძიუდოში და კანოეში ასპარეზობებს ევროპის ჩემპიონატის დატვირთვა ექნება. ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის საკვალიფიკაციო დატვირთვა ექნება მშვილდოსნობას, მძლეოსნობას, ბადმინტონს, კრივს, ველოსპორტს, კანოეს, ძიუდოს, კარატეს, მაგიდის ჩოგბურთს და ტყვიის სროლას.

geonoc.org.ge

0.135703