ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში "დენვერ ნაგეტსის" სერბი ცენტრი ნიკოლა იოკიჩი და აღმოსავლეთში "მილოუკის" ლიდერი იანის ადეტოკუმპო აღიარეს.
გასულ კვირას "დენვერმა" ოთხივე შეხვედრა მოიგო, იოკიჩი კი საშუალოდ ერთ მატჩში 22 ქულას, 11 მოხსნას და 8 პასს აგროვებდა. ადეტოკუმპო კი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 25.7 ქულას, 9 მოხსნას და 6 პასს აკეთებდა.