კალათბურთი

18:37 | 5.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროლიგა: “ბითაძე ტურნირის ამომავალი ვარსკვლავია”

საკალათბურთო ევროლიგამ 19 წლის ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს სპეციალური ვიდეო მიუძღვნა და ის ტურნირის უმთავრეს ახალგაზრდა ვარსკლავად მოიხსენია.

“გოგა პოდგორიცას “ბუდუჩნოსტში” სეზონის შუაწელს გამოჩნდა, თუმცა, სამწამიანი ზონის ბატონად თავი მალევე წარმოაჩინა. უდავოა, რომ ბითაძე ევროლიგაში ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ახალგაზრდა კალათბურთელია”, - ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.
შეგახსენებთ, რომ გოგას უმთავრეს ევროპულ საკლუბო ტურნირში მხოლოდ 7 მატჩი აქვს ჩატარებული, მისი საშუალო მაჩვენებლები კი 25:15 წუთი, 12.6 ქულა, 6.6 მოხსნა, 0.9 პასი, 3.0 დაფარებაა.
ქართველი ლეგიონერის საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტი 17.0-ს უტოლდებდა, რითაც ის ამომავალი ვარსკვლავების რეიტინგში კონკურენტებს საგრძნობლად უსწრებს. ცნობისთვის, მე-2 ადგილზე მყოფი იოველ ზოოსმანის (“მაკაბი”) ანალოგიური მაჩვენებელი 3.52 გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ “ბუდუჩნოსტს” ევროლიგაში მომდევნო მატჩი 7 თებერვალს ელის, როდესაც თბილისის დროით 22:00 საათიდან შინაურ კედლებში “ხიმკის” დაუხვდება. ამ დროისთვის, პოდგორიცელებს 6 მოგებითა და 15 მარცხით ბოლსწინა მე-15 ადგილი უკავიათ, რუსული გუნდი კი 8 გამარჯვებით მეთორმეტეა.

0.124837