კალათბურთი

15:37 | 5.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას “დეტროიტის” 23-ე გამარჯვება

ზაზა ფაჩულიას “დეტროიტ პისტონსმა” ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) 29 მარცხის წილ 23-ე გამარჯვება იზეიმა, რაშიც თავისი წვლილი ქართველმა ცენტრმაც შეიტანა.

მიჩიგანელებმა შინაურ კედლებში “დენვერ ნაგეთსს” დამაჯერებლად – 129:103 სძლიეს. გადამწყვეტი მეორე და მეოთხე მეოთხედები გამოდგა, რომელიც “პისტონსმა”, შესაბამისად, 15 და 12 ქულითჱმოიგო.
ფაჩულია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 19 წუთში 4 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა.
ზაზამ 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, ამასთან, რამდენიმე ეპიზოდში ძალიან კარგად დაუდგა დენვერელთა ვარსკვლავურ ცენტრ ნიკოლა იოკიჩს.
“დეტროიტის” რიგებში საუკეთესო სასტარტო ცენტრი ანდრე დრამონდი იყო, რომელმაც 27 ქულას 12 მოხსნა, 3 პასი და 3 დაფარება წაამატა.
ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ დივიზიონში მე-9 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 5 თებერვალს ნიუ იორკში “ნიკსთან” ჩაატარებს.

0.11609