"ვესაუბრე. გულწრფელად მოვუყევი ჩემი პრობლემების შესახებ. მისგან მივიღე დაპირება, რომ ეს პრობლემები აღარ იქნება", - ამის შესახებ მოჭიდავე ზურა დათუნაშვილმა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა.
კითხვაზე: განაგრძობს თუ არა დათუნაშვილი ასპარეზობას, მისი თქმით, ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია, რადგან გეგა გეგეშიძე და მისი გარემოცვა ისევ რჩებიან ფედერაციაში.
www.ipn.ge