იტალიის ჩემპიონ „იუვენტუსის“ ირგვლივ უიღბლო პერიოდია. „ბებერმა ქალბატონმა“ ბოლო ორ თამაშში 6 გოლი გაუშვა, ბევრი ფეხბურთელი ტრავმირებული ჰყავს, რასაც დუგლას კოშტას ავტოავარიაც დაემატა.
ბრაზილიელი ტურინიდან ვერჩელის მიმართულებით საკუთარი Jeep Cherokee-თ მიდიოდა, როდესაც Fiat Punto-ს მარკის ავტომობილს შეეჯახა.
ინციდენტის შედეგად, მეორე მანქანის 47 წლის მძღოლი უმნიშვნელოდ დაშავდა, რომელსაც სამედიცინო დახმარება უახლოეს საავადმყოფოში გაუწიეს. თუმცა, სერიოზულად არავინ დაშავებულა - არც ხსენებული ადამიანი და არც თავად დუგლას კოშტა.
შეგახსენებთ, ბრაზილიელი შემტევი ამჟამად ტრავმირებულია და იტალიური მედიის ინფორმაციით, 10 დღე მოუწევს უქმობა.