საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში პსჟ „ლიონთან“ დამარცხდა (1:2) და ამის შემდეგ „იუვენტუსი“ გახდა ერთადერთი გუნდი, რომელსაც ტოპ ხუთ ლიგაში მიმდინარე სეზონში არ წაუგია.
ტურინელებმა სერია A-ში განვლილი 22 მატჩიდან 19 მოიგეს და სამჯერ ფრე ითამაშეს. შედეგად, „ნაპოლის“ 9 ქულით უსწრებენ.
აქვე გეტყვით, რომ ლიგა 1-ში პსჟ-ს, ბუნდესლიგაში „დორტმუნდს“, ხოლო პრემიერლიგაში „ლივერპულს“ თითო მარცხი აქვთ განცდილი, „ბარსელონა“ კი, ლა ლიგაში 2-ჯერ დამარცხდა.