რუმინეთის დედაქალაქში გრძელდება კადეტთა შორის ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასი CUPA RIPOSTA.
ბუქარესტში გოგონათა შეჯიბრი მე-5 ადგილზე დაასრულა თამარ ჩარკვიანმა. ნახევარფინალში მოსახვედრად თაკომ დაძაბულ ბრძოლაში მასპინძელთა წარმომადგენელ ემა იაკობთან 14:15 წააგო.
ბუქარესტში მიმდინარე შეჯიბრს ქართველი არბიტრი ლაშა ლოლუა ემსახურებოდა, რომელმაც დღეს ყველა ეტაპის შეხვედრა იმსაჯა და ერთერთ ნახევარფინალის გაძღოლის პატივიც ერგო.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური