სხვა

14:33 | 3.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩარკვიანი მეოთხედფინალშია

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გრძელდება კადეტთა შორის ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასი. დღეს ბუქარესტში გოგონათა შეჯიბრია.

ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით იასპარეზა თამარ ჩარკვიანმა. თაკომ ექვსიდან ხუთი შეხვედრა მოიგო, თ64-ში კი მასპინძელთა წარმომადგენელ როზმარი ბენჩიუს 15:6 მოუგო.
ქართველმა გოგონამ მეთექვსმეტედფინალში თურქი სუდე აკსელი 15:6 დაამარცხა, ხოლო მერვედფინალში რუმინელი მიხაელა ჩიტუ დაჯაბნა (15:12) და რვა საუკეთესო მოფარიკავეს შორის მოხვდა.
მეოთხედფინალში ჩარკვიანის მეტოქე ემა იაკობი იქნება.
ვთქვათ ისიც, რომ რუმინეთში მიმდინარე შეჯიბრს, ქართველი მსაჯი ლაშა ლოლუა ემსახურება.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

0.121945