18 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ანა მაქაცარიამ ძალები ესპანეთში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრში (საპრიზო ფობდი 15 ათასი დოლარი) სცადა და 1 რაუნდის დაძლევაც მოახერხა.
მაქაცარია მანაკორის ტურნირში იუნიორთათვის კუთვნილი ქვოტით ჩაერთო და საწყის წრეში იაპონელ იუკინა საიგოს 3:6, 7:6 (7:1), 6:4 სძლია, მერვედფინალში კი მე-4 ნომრად განთესილ გერმანელ ენ შაეფერთან 6:7 (5:7), 1:6 დამარცხდა.