კალათბურთი

15:43 | 3.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაკფადენის გამარჯვება “ბარსელონასთან”

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მოულოდნელი გამარჯვება იზეიმა თად მაკფადენის “იბეროსტარმა”. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელის გუნდი ერთპიროვნულ ლიდერ “ბარსელონას” დაუხვდა და ჩემპიონატში მე-2 მარცხი აგემა – 63:57.

მაკფადენი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 10:12 წუთში 3 ქულა და 1 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
ტენერიფელებს 11 მოგება და 7 მარცხი მოუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩი კი 9 თებერვალს, ისევ შინ, “ბურგოსთან” ელით.
ვთქვათ ისიც, რომ დღეს, 16:00 საათიდან ტრავმირებული თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის “ბასკონია” სტუმრად “გრან კანარიას” ეთამაშება, 20:00 საათზე ხსენებული “ბურგოსისა” და ბექა ბურჯანაძის “გიპუზკოა ბასკეტის” შეხვედრაა დანიშნული, 22:00 საათიდან კი გიორგი შერმადინის “უნიკახა” მადრიდის “რეალს” დაუხვდება.

0.122648