"პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ადრინ რაბიოს მთავარ გუნდში არ დააბრუნებს და ფეხბურთელი ასპარეზობას კვლავ სარეზერვო გუნდში გააგძელებს.
"კლუბის ხელმძღვანელობისთვის რაბიოს დაბრუნება არ მითხოვია. ადრიენი სიტუაცია ძველებურადაა. კლუბმა მისი მთავარ გუნდში თამაში აკრძალა და მე ეს გადაწყვეტილება მივიღე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაბიოს საქმე არ შეიცვლება." - ციტირებს გერმანელის სიტყვებს Goal-ი.
რაბიოს კლუბთან კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და ფეხბურთელმა ხელშეკრულება არ გაახანგრძლივა. აღნიშნული გადაწყვეტილების გამო კლუბმა ფეხბურთელი დასაჯა და ახლა იგი სარეზერვო გუნდში ასპარეზობს. საყრდენმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 20 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა, პირველ გუნდში კი მიმდინარე წლიდან არ თამაშობს.