რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში კადეტთა შორის ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში დაასრულა გამოსვლა და საბოლოოდ მე-7 ადგილზე გავიდა გიორგი მერკვილაძე.
გიორგიმ მეოთხედფინალში ესპანელ პაბლო გონსალეს დიასთან 10:15 წააგო. მანამდე, პლეი ოფის საწყის რაუნდში მერკვილაძემ თურქ ჰამზა იაიგიტ უსენს 15:6 მოუგო, მეთექვსმეტედფინალში ბულგარელი შტეფან როჰას-კალინოვი 15:14 დაამარცხა, მერვედფინალში კი უნგრელ ლევენტე პინტერს 15:11 სძლია.
დღეს, ბუქარესტში გოგონათა შეჯიბრია, რომელშიც თამარ ჩარკვიანი მიიღებს მონაწილეობას. ჯგუფური ეტაპი საქართველოს დროით 12:00-დან დაიწყება. ვთქვათ ისიც, რომ რუმინეთში მიმდინარე შეჯიბრს ქართველი მსაჯი ლაშა ლოლუა ემსახურება.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური