ფეხბურთი

21:15 | 2.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" ზამთრის სატრანსფერო პერიოდის ლიდერია

"მილანმა" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში 70 მილიონი ევრო დახარჯა და ამ მაჩვენებლით ევროპულ კლუბებში პირველ ადგილზეა. აღნიშნული ინფორმაცია Football Italia-მ გაავრცელა. "როსონერიმ" ბრაზილიელი და პოლონელი ფეხბურთელების ლუკას პაკეტას და კრშიშტოფ პიონტეკის სანაცვლოდ ჯამში 70 მილიონი ევრო გადაიხადა.

მეორე ადგილზე "პარი სენ ჟერმენია", რომელმაც ლეანდრო პარედესი 45 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა, მესამეზე კი "ბორნმუთია" 35 მილიონით.

თეგებიმილანი
0.122731