იტალიის ჩემპიონი ტურინის „იუვენტუსი“ დღეს სერია A-ს 22-ე ტურში „პარმას“ უმასპინძლებს. თუმცა, ტურინელებს სამი წამყვანი ცენტრალური მცველის, ანდრეა ბარძალის, ლეონარდო ბონუჩისა და ჯორჯო კიელინის გარეშე ითამაშებს.
როგორც იტალიური მედია იტყობინება, ეს იქნება პირველი მატჩი ბოლო 7 წლის განმავლობაში, რომელსაც „იუვე“ ხსენებული ტრიოს გარეშე ჩაატარებს. ბოლოს, 2012 წლის 11 მარტს, „ჯენოასთან“ (0:0) შეხვედრაში „ბებერი სინიორას“ შემადგენლობაში ბონუჩი-ბარძალი-კიელინის ტრიოდან არცერთი სათადარიგო სკამზეც კი არ იმყოფებოდა.
7-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გამეორდება მსგავსი ფაქტი. აქვე გეტყვით, რომ ზემოხსენებული სამივე ფეხბურთელი ტრავმირებულია.