ფეხბურთი

22:45 | 1.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბაკაიოკო "მილანში" დარჩენაზე ოცნებობს

იტალიური „მილანის“ ნახევარმცველ ტიემუ ბაკაიოკოს „როსონერიში“ დარჩენა სურს. როგორც 24 წლის ფრანგმა Corriere Dello Sport-ს განუცხადა, „მილანში“ დარჩენა მისი ოცნებაა, მაგრამ ყველაფერი მასზე არაა დამოკიდებული.

„ლეონარდომ თქვა, რომ გუნდში დავრჩები თუ „მილანი“ ჩემპიონთა ლიგაზე გავა. თუმცა, მე ამ საკითხზე საუბარი არ შემიძლია და გუნდებმა უნდა გაარკვიონ ურთიერთობა.

„მილანში“ დარჩენა ჩემი ოცნებაა. მაგრამ „ჩელსისთან“ კონტრაქტი მაკავშირებს, ახლა მინდა, რომ სეზონი ოთხეულში დავასრულოთ და შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება“, - განაცხადა ბაკაიოკომ.

შეგახსენებთ, რომ ბაკაიოკო „მილანს“ გასულ ზაფხულს „ჩელსიდან“ იჯარის წესით შეუერთდა. ფრანგმა „როსონერის“ ძირითად შემადგენლობაში ფეხი მოიკიდა და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მაღალ დონეზე თამაშობს. „როსონერის“ ღირსება ბაკაიოკომ დღემდე 25 მატჩში დაიცვა და გოლი არ გაუტანია.

აქვე გეტყვით, რომ "მილანს" 24 წლის ნახევარმცველის გამოსყიდვა ზაფხულში 35 მილიონ ევროდ შეუძლია.

0.11063