ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი, მიში ბატშუაი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო წუთებში „კრისტალ პალასის“ ფეხბურთელი გახდა. ლონდონურ კლუბში ის იჯარით ითამაშებს სეზონის ბოლომდე - გვამცნობს Sky Sports.
მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ბატშუაი „მონაკოს“ მოელაპარაკა, მაგრამ „ჩელსიმ“ ბოლო მომენტში დაბლოკა ტრანსფერი. “არისტოკრატებმა“ „ტოტენჰემის“ წინადადებაზეც უარი თქვეს. გარდა ამისა, 25 წლის ბელგიელის გადაბირებით „ევერტონი,“ „ვესტ ჰემი“ და „ბეტისიც“ იყვნენ დაინტერესებულნი.
წლევანდელი სეზონის დასაწყისიდან ბატშუაი იჯარის წესით თამაშობდა „ვალენსიაში.“ ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში 15 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
იანვარში, „ღამურების“ ხელმძღვანელობამ ბელგიელთან განშორების სურვილი გამოთქვა.