კალათბურთი

7:39 | 1.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას ოთხი ქულა და გამარჯვება "დალასთან"

ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსმა" შინ "დალას მავერიკსი" 93:89 დაამარცხა. ზაზა სასტარტო 5-ეულში არ იმყოფებოდა და პარკტზე 11 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს ოთხი ქულა, 2 მოხსნა და ერთი პასი შესძინა. ფაჩულიამ 2-დან ორი ორქულიანი ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩში გადამწყვეტი ბოლო პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც მიჩიგანელებმა 30:19 მოიგეს. ყველაზე მეტი 27 ქულა ჰარისონ ბარნსმა ჩააგდო. "დეტროიტში 24 ქულით და 20 მოხსნით ანდრე დრამონდი გამოირჩა.

"დეტროიტი" 22 მოგებით და 28 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრაში "დეტროიტი" საკუთარ დარბაზში "კლიპერსს" შეხვდება, მატჩი 3 თებერვალს თბილისის დროით 02:00 საათზე გაიმართება.

0.109186