ფეხბურთი

23:20 | 31.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" ბრაზილიელი მცველი დაიმატა

კატალონიის "ბარსელონამ" "ატლეტიკო მინეირუს" და ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრების მცველი ემერსონი დაიმატა. როგორც ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სამხრეთამერიკელი გუნდს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შეუერთდება და გუნდში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება.

"ბარსელონამ" ფეხბურთელი სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო გადაიხადა. ბრაზილიური კლუბის ინფორმაციით კი ემერსონი მიმდინარე სეზონს იჯარის წესით "ბეტისში" გაატარებს. ემერსონს დანი ალვეშს ადარებენ, რომელიც მარჯვენა ფლანგზე თამაშობს და ხშირად გადადის შეტევებზე.

ემერსონი "ატლეტიკო მინეირუმ" 2018 წლის აპრილში "პონტე პრეტადან" დაიმატა. მას შემდეგ ფეხბურთელმა 23 მატჩი ჩაატარა და თავი თითო-თითო გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.10498