კანადური „ტორონტოს“ ყოფილი ფეხბურთელი სებასტიან ჯოვინკო კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. იტალიელმა შემტევმა „ალ-ჰილალთან“ კონტრაქტი უკვე გააფორმა.
უცნობია ტრანსფერის ფინანსური დეტალები, მაგრამ გავრცელებული ცნობით, ჯოვინკო საუდის არაბეთში სეზონში 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
32 წლის შემტევი „ტორონტოს“ ღირსებას 2015 წლის იანვრიდან იცავდა და MLS-ში 83 გოლის გატანა შეძლო. მანამდე სებასტიანს „იუვენტუსში“, „პარმასა“ და „ემპოლიში“ უთამაშია