მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ პეპ გვარდიოლას უპასუხა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ბოლო ათწლულის სამი საუკეთესო გუნდი დაასახელა.
თუმცა, ამ სამეულში „მანჩესტერ სიტის“ თავკაცმა „რეალი“ არ შეიყვანა.
„ჩვენ სამივე ფორნტზე ბოლომდე ვიბრძოლებთ. გვინდა ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის თასი მოვიგოთ.
გვარდიოლას სიტყვები? ვფიქრობ, მან შეგნებულად არ ახსენა ჩვენი გუნდი, რადგან „რეალი“ ისტორიის და ბოლო ათწლეულის საუკეთესო გუნდია“, - განაცხადა სოლარიმ.
შეგახსენებთ, რომ „რეალი“ 31 იანვარს, ესპანეთის თასის საპასუხო მეოთხედფინალში „ჟირონას“ ესტუმრება. „სამეფო კლუბმა“ პირველი მატჩი 4:2 მოიგო.