სხვა

17:29 | 30.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიო თასზე წარსდგება

1-3 თებერვალს, პოლონეთის დედაქალაქი ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასს “SABRE DE WOLODYJOWSKI“ უმასპინძლებს. აღნიშნული შეჯიბრი წელს პირველი მნიშვნელოვანი შეჯიბრია საქართველოს ხმლით მოასპარეზე ვაჟთა ნაკრებისათვის, რომლისთვისაც 2019 წელი უმნიშვნელოვანესია. სწორედ წელს მოპოვებული სარეიტინგო ქულები მეტწილად გადაწყვეტს, ხმლით მოფარიკავეთა მთავარი მიზნის, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვების საკითხს.

საქართველოს ნაკრები ვარშავაში დღეს გაემგზავრა, სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიშა მარდალეიშვილი, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია და საბა სულამანიძე ინდივიდუალურ შეჯიბრში, 1 და 2 თებერვალს იასპარეზებენ. 3 თებერვალს კი საქართველოს ნაკრები გუნდურ შეჯიბრში გამოვა.
ვარშავაში საქართველოს ნაკრების ახალი სპორტული ფორმით გაემგზავრა, რომელიც "ოლიმპიური გუნდისთვის" პირადად ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ბაზაძემ შეიძინა.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

0.120692