"მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელი ნახევარმცველი მარუან ფელაინი შესაძლოა კლუბმა ჩინეთში გაყიდოს, აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ერთ-ერთ ჩინულ კლუბთან მანჩესტერელებს ფელაინის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვთ.
კლუბში ოლე გუნარ სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ ფელაინმა შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.
ფელაინი "მანჩესტერში" 2013 წელს "ევერტონიდან" გადავიდა, სადაც 177 შეხვედრა ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა.