ფეხბურთი

10:17 | 30.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: „ბრძოლა ისევ გრძელდება“

პრემიერლიგის 24-ე ტურში, „ნიუკასლთან“ მოულოდნელი მარცხის შემდეგ (1:2), „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიუხედავად რთული ვითარებისა, საჩემპიონო ბრძოლა კვლავაც გრძელდება.

„თუ „ლივერპულმა“ „ლესტერს“ მოუგო, უკვე დიდი სხვაობა იქნება ქულებში. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ჯერ იანვარია და არა მაისი. ამიტომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. კიდევ ბევრი მატჩები გველის წინ. საჩემპინო ბრძოლა ისევ გრძელდება. მჯერა ჩემი ფეხბურთელების.“ - განაცხადა გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ ახლა „მანჩესტერ სიტი“ 4 ქულით ჩამორჩება ლიდერ „ლივერპულს.“ მერსისაიდელები დღეს საღამოს უმასპინძლებენ „ლესტერს“ და წარმატების შემთხვევაში, 7 ქულთ ჩამოიტოვებენ უშუალო მდევარს.

0.120752