ფეხბურთი

19:25 | 29.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

კასერესი "იუვენტუსის" ფეხბურთელია

იტალიის ჩემპიონმა ტურინის „იუვენტუსმა“ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში პირველი ფეხბურთელი დაიმატა. როგორც „ბებერი სინიორას“ ვებგვერდი იტყობინება, მარტინ კასერესი ტურინში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.

რომის „ლაციომ“ აღნიშნული გარიგების შედეგად 600 ათასი ევრო მიიღო. კასერესი „იუვენტუსში“ მეჰდი ბენატიას შემცვლელად განიხილება, რომელიც ყატარულ „ალ-დუჰაილში“ გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ 31 წლის ურუგვაელი „იუვეს“ ფეხბურთელი უკვე მესამედ გახდა. პირველად ეს 2009 წლის ზაფხულში, ხოლო მეორედ 2012 წლის იანვარში მოხდა.

მარტინ კასერესს „იუვენტუსის“ მაისურით 110 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი. 5-ჯერ მოიგო სკუდეტო, 2-ჯერ იტალიის თასი, ხოლო 3-ჯერ იტალიის სუპერთასი.

0.121558