ფეხბურთი

21:37 | 28.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მორატა "ატლეტიკოში" დაბრუნდა

მადრიდის „ატლეტიკომ“ ალვარო მორატა გაიფორმა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. ესპანელი ფეხბურთელი მადრიდელთა რიგებში 18-თვიანი იჯარით ჩაირიცხა, თუმცა მისი გამოსყიდვის უფლება „ატლეტიკოს“ არ ექნება.

ამრიგად, მორატა „როხიბლანკოს“ დაუბრუნდა, რომლის ღირსებას 2007 წლამდე აკადემიაში იცავდა. შემდეგ გადავიდა მადრიდის „რეალში“. გარდა ამისა, უთამაშია „იუვენტუსშიც“, რომელსაც „ატლეტიკო“ სულ მალე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, მორატა „ჩელსის“ ღირსებას 2017 წლიდან იცავდა და ინგლისური გუნდის რიგებში 72 თამაში ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა.

0.116395