ფეხბურთი

17:17 | 28.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელებმა მინსკის ტურნირი მე-4 ადგილზე დაასრულეს

ბელარუსის დედაქალაქში მიმდინარე 12-გუნდა "განვითარების თასი" საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მე-4 ადგილზე დაასრულა. ბოლო მატჩში ჩვენი გუნდი 0:2 დამარცხა სლოვაკეთთან, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა.

უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ მეტოქემ გოლები მეორე ტაიმში, ორწუთიან მონაკვეთში გაიტანა.

ჩვენი ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო: კაპანაძე, ლატარია, კოკაია, ერაძე, დევდარიანი, ბენდიანიშვილი, მორჩილაძე, აზაროვი, აბუაშვილი, გაგნიძე, ზურაბიანი.

შეცვლაზე შევიდნენ: კვარაცხელია, გრიგალაშვილი, ტორონჯაძე, ტალახაძე.

www.gff.ge

0.132271