ფეხბურთი

16:50 | 28.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგი: "მიმდინარე სეზონში "იუვე" ასეთ რთულ მდგომარეობაში არ ყოფილა"

რომის „ლაციომ“ ტურინის „იუვენტუსთან“ შინ 1:2 წააგო. თუმცა, მასპინძლები ტურინელებს სჯაბნიდნენ და საგოლე მომენტები უფრო მეტად რომ გამოეყენებინათ, სამ ქულას მოიპოვებდნენ.

„არწივების“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ თამაშის შემდეგ ხაზი სწორედ ამას გაუსვა:

„მიმდინარე სეზონში არ მახსენდება, რომ „იუვენტუსი“ ასეთ რთულ ვითარებაში ყოფილიყოს. არც იტალიაში და არც ევროპაში. 9 კუთხური ერთის წინააღმდეგ 8 დარტყმა სამის წინააღმდეგ... თუმცა, ფეხბურთი ასეთია, სასტიკია. წაგება არ დაგვიმსახურებია, რადგან დიდი თამაში ჩავატარეთ.

ეს მატჩი ნეგატიურია შედეგის თვალსაზრისით. სამწუხაროა, რადგან შეგვეძლო ანგარიში 2:0 გაგვეხადა. ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. მეტოქემ კი, კარში პირველივე დარტყმით გაგვიტანა. პენალტი? - ლულიჩი უბრალოდ არ უნდა შეხებოდა კანსელუს, რადგან თამაშგარეში რჩებოდა“, - აღნიშნა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, რომ „ლაციო“ ემრე ჯანის ავტოგოლით დაწინაურდა, მაგრამ „იუვენტუსმა“ ჟოაუ კანსელუსა და კრიშტიანუ რონალდუს გოლებით მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114258