ფეხბურთი

11:45 | 28.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი დაშავდა

მადრიდის „რეალი“ კაპიტანი სერხიო რამოსი ტრავმირებულია. ესპანელმა მცველმა დაზიანება „ესპანიოლთან“ (4:2) მოგებულ შეხვედრაში მიიღო.

რამოსმა მე-15 წუთზე მიმდინარე სეზონში მორიგი გოლის გატანა შეძლო, თუმცა, შესვენების შემდეგ თამაში ვერ გააგრძელა და მის ნაცვლად მოედანზე ნაჩო გამოჩნდა. ჯერჯერობით უცნობია მისი დაზიანების ხარისხი და ამას გამოკვლევა დააგდენს.

აქვე გეტყვით, რომ სერხიო რამოსს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირისა და ესპანეთის ნაკრების ჩათვლით 14 გოლი აქვს გატანილი.

0.112894