როგორც კი ცნობილი გახდა, რომ მადრიდის „რეალს“ აღარ სურს „ტოტენჰემის“ დანიელი ვარსკვლავის, კრისტიან ერიკსენის შეძენა, მაშინვე გააქტიურდნენ კონკურენტები.
Sunday Express-ის ინფორმაციით, ერიკსენს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ და „ჩელსიმ“ დაადგეს თვალი. საქმე ის არის, რომ „ტოტენჰემი“ იძულებული იქნება ნახევარმცველი ზაფხულში გაყიდოს, რადგან ერთი წლის შემდეგ, მის კონტრაქტს ვადა ეწურება და დანიელი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს.
ტრანსფერის სავარაუდო ფასი 80 მილიონი ევრო იქნება.